VIDEO: კიდევ რამდენს მოუთმენენ კუმანს? ბარსელონამ კლასიკოს შემდეგ კიდევ ერთი მატჩი წააგო
ლა ლიგის მე-11 ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ „ვალეკასზე“ გაიმართა და მასპინძელთა სენსაციური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე ვეტერანმა რადამელ ფალკაომ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
72-ე წუთზე მემფის დეპაის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და „ბარსამ“ ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი მიიღო, თუმცა თავად დაზარალებულმა მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიშიც ვერ გაათანაბრა.
ამრიგად, „რაიომ“ ცხრილში 19 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, „ბარსელონამ“ კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.