ავტორიზაცია

ინგლისელმა ექს-მსაჯმა განმარტა, თუ რისი წყალობით გადაურჩა ლივერპულთან მატჩში რონალდუ გაძევებას

ინგლისელმა ექს-მსაჯმა განმარტა, თუ რისი წყალობით გადაურჩა ლივერპულთან მატჩში რონალდუ გაძევებას
თარიღი 27 Oct 2021, 23:22

ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა, დერმოტ გალაჰერმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" (0:5) გამართულ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს მიერ თამაშის წესის დარღვევის მომენტი შეაფასა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა პორტუგალიელს ყვითელი ბარათი უჩვენა იმის გამო, რომ მერსისაიდელთა გაზონზე მწოლიარე ნახევარმცველს, კურტის ჯონსს ეუხეშა.

"რონალდუს გაუმართლა, რომ ბურთი მეტოქის საზარდულთან აღმოჩნდა, ამან იხსნა გაძევებისგან. ისიც დაეხმარა, იქ რომ გაჩერდა. ყველაზე ჭკვიანური საქციელი არ ყოფილა, ძლიერი დარტყმები მიაყენა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ბურთი იქ აღმოჩნდა, მას დიდი სამსახური გაუწია".

"საბოლოო ჯამში, ყვითელი ბარათი სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. რთული სათქმელია, რა იქნებოდა, ჯონსს გაზონზე გორაობა რომ დაეწყო. მაგრამ ეს არ გააკეთა, ძალიან პროფესიონალურად მოიქცა", - ციტირებს ექს-მსაჯის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, აღნიშნულ დაპირისპირებაში 36 წლის კრიშტიანუმ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს.