ავტორიზაცია

VIDEO: მშვიდი და აუღელვებელი გამარჯვება - ლივერპული ინგლისის ლიგის თასის შემდეგ ეტაპზეა

თარიღი 28 ოქტ 2021, 00:47

ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში „ლივერპულმა“ სტუმრად „პრესტონი“ უპრობლემოდ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „დიპდეილზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

კლოპის გუნდის რიგებში გოლები მინამინომ (62) და დივოკ ორიჯიმ (84) გაიტანეს და „ლივერპულს“ კომფორტული გამარჯვება გაუნაღდეს.