ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ინგლისის ლიგის თასზე - მანჩესტერ სიტი ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა

თარიღი 28 ოქტ 2021, 00:55

ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა და გუნდებმა 90 წუთის შემდეგ საქმე პენალტების სერიაში გაარკვიეს, რომელშიც დევიდ მოიესის გუნდი უკეთესი აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„სიტიდან“ პირველივე პენალტი ფილ ფოდენმა გააცუდა და „ვესტ ჰემისთვის“ ეს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა - გუნდის ხუთივე ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. გამარჯვების პენალტი კი საიდ ბენრაჰმამ შეაგდო.