ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მეორე უგოლო ფრე სანტიაგო ბერნაბეუზე - კლასიკოს მოგების შემდეგ, რეალმა ოსასუნა ვერ გატეხა

VIDEO: ზედიზედ მეორე უგოლო ფრე სანტიაგო ბერნაბეუზე - კლასიკოს მოგების შემდეგ, რეალმა ოსასუნა ვერ გატეხა
თარიღი 28 ოქტ 2021, 01:26

ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის „რეალი“ საკუთარ კედლებში „ოსასუნას“ დაუზავდა.

შეხვედრა სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

„რეალმა“ მეტოქის კარისკენ 17-ჯერ გაისროლა, თუმცა ზუსტი აქედან მხოლოდ 3 დარტყმა აღმოჩნდა, ყველაზე სახიფათო მომენტი კი ამ მატჩში „ოსასუნას“ ჰქონდა, როცა ჩიმი ავილას დარტყმის შემდეგ მადრიდელთა კარი ძელმა იხსნა.

კლასიკოს მოგების მიუხედავად, „რეალმა“ ლა ლიგის ბოლო 4 ტურში მესამედ ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება - გუნდი ჯერ „ვილიარეალს“ დაუზავდა, შემდეგ „ესპანიოლთან“ დამარცხდა, „ბარსელონას“ მოუგო და ახლა უკვე „ოსასუნას“ წინააღმდეგობა ვერ გატეხა.

საინტერესოა, რომ ლა ლიგის ფარგლებში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალმა“ ზედიზედ მეორე უგოლო ფრე ითამაშა - წინა მატჩი „ვილიარეალთან“ გაიმართა და მასშიც არ გასულა გოლი.

„რეალმა“ 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, თუმცა ამ ეტაპზე ლა ლიგაში ერთბაშად ოთხ გუნდს აქვს 21 ქულა - „რეალს“, „სევილიას“, „ბეტისს“ და „სოსიედადს“.