ავტორიზაცია

ოფიციალურად: რონალდ კუმანი ბარსელონას მთავარი მწვრთნელი აღარ არის

ოფიციალურად: რონალდ კუმანი ბარსელონას მთავარი მწვრთნელი აღარ არის
თარიღი 28 ოქტ 2021, 02:30

რონალდ კუმანი „ბარსელონას“ მწვრთნელი აღარ არის.

კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „რაიო ვალეკანოსთან“ ლა ლიგის მე-11 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ჯერჯერობით მისი შემცვლელის ვინაობა გარკვეული არ არის, თუმცა ჰოლანდიელის გაშვება უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის კუმანი „ბარსელონასგან“ სოლიდურ თანხას მიიღებს დაახლოებით 13 მილიონი ევროს სახით.

რონალდ კუმანმა „ბარსა“ 2020/21-სეზონის სტარტზე ჩაიბარა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად მხოლოდ კოპა დელ რეის მოგება მოახერხა.