"სამტრედიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა



საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ქობულეთში გაიმართა,სადაც ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში წლეულს აღზევებული გუნდები დაუპირისპირდნენ. ქობულეთის "შუქურასა" და სამტრედიის "სამტრედიას" შორის გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. იმერლებმა მინიმალური ანგარიშით მოუგეს მეტოქეს. ეს ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა, თორნიკე გორგიაშვილმა მე-19 წუთზე გაიტანა. სანამ, უშუალოდ თამაშის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს რომ, სამტრედიელ ფეხბურთელებს უამრავი გულშემატკივარი უჭერდა მხარს, რასაც ვერ ვიტყვით "შუქურას" გულშემატკივრებზე. ფაქტია, რომ "სამტრედია" ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, სადაც ფეხბურთი უყვართ და გუნდს ნებისმიერ დროს გვერდში უდგანან. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მე-19 წუთამდე რეალური საგოლე მომენტი ფაქტობრივად, არ შექმნილა. მე-19 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან იმერელთა ნახევარმცველმა, გიგა ბეჭვაიამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა სადაც, გამოსვლაზე "შუქურას" მეკარე, თეიმურაზ კაკალაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და გორგიაშვილს ისღა დარჩენოდა ანგარიში გაეხსნა და სამტრედიელთა ნახევარმცველმა ტაბლოზე 1-0 დააფიქსირა "სამტრედიას" სასარგებლოდ. "შუქურას" გათანაბრების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლაშა ჩაფიძემ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. ამ მომენტში, აღსანიშნავია სამტრედიელთა მეკარის შესანიშნავი რეაქცია, მიხეილ მუჯრიშვილმა შესანიშნავი სეივი შეასრულა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. რამდენიმე წუთში "სამტრედიამ" იძულებითი შეცვლა განახორციელა, მუჯრიშვილის ნაცვლად, რომელმაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად გუნდში, მინდორზე ახალგაზრდა მეკარე, გიორგი ბეგაშვილი გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტი ღირებული არაფერი შექმნილა. მეორე ტაიმი მთლიანად "შუქურას" კარნახით წარიმართა და ქობულეთელებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხეს. შეიძლება ითქვას, რომ "სამტრედიამ" მეორე ტაიმში ნორმალური შეტევის ორგანიზება ვერ მოახერხა და სამტრედიელი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე იშვიათად გადადიოდნენ. აღნიშვნის ღირსია ასევე, სამტრედიელი ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები. მეორე ტაიმში გელა სანაის ბიჭებს აშკარა დაღლა დაეტყოთ და მთლიანი მეორე ტაიმი ჩააგდეს. ახლა კი, საგოლე მომენტებზე: ქობულეთელთა თავდამსხმელმა, ზვიად მეტრეველმა 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა. მეტრეველი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბეგაშვილის კარს ზემოდან გადაცდა. ამ შემთხვევაში, მეტრეველს გოლის გატანა მართებდა. შეხვედრა დასკვნით ფაზაში შედიოდა და "შუქურამაც" შტურმის მოწყობა გადაწყვიტა მეტოქის კარზე, რაც გამოუვიდა კიდეც. ქობულეთელმა ფეხბურთელებმა "სამტრედია" საკუთარ საჯარიმოში "ჩაკეტა" და შეტევას-შეტევაზე აკეთებდა. კურიოზული სიტუაცია შეემთხვა სამტრდიელთა მეკარეს. მცველებმა ბეგაშვილის ბურთი დაუგორეს, მაგრამ "სამტრედიას" კიპერმა დარტყმის მომენტი ვერ განსაზღვრა და ბურთი პირდაპირ "შუქურას" ერთ-ერთ ფეხბურთელს მოარტყა. ამ შემთხვევაში, "სამტრედია" აშკარა გოლს გადაურჩა. "შუქურა" გოლის გატანას სტანდარტული მდგომარეობებიდან ცდილობდა, მაგრამ ყველა ჩაწოდებულ ბურთს ან მცველები იგერიებდნენ ან ბეგაშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ, "სამტრედიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მე-2 ადგილამდე აღზევდა, "შუქურამ" კი, კიდევ ერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა და კიდევ, უფრო გაიუარესა მდგომარეობა. ასევე, აღსანიშნავია რომ, შეხვედრის არბიტრმა, დავით ხარიტონაშვილმა რამდენიმე ეპიზოდში ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ორივე გუნდის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. იხილეთ: მატჩის ამსახველი ფოტომასალა შუქურა - სამტრედია    (0-1) შუქურა: კაკალაძე, ტაკიძე (ც. მესხი, 46), კალანდაძე, ხოჭოლავა, ჩალაძე, კუტალია, (ბერუაშვილი, 57), კუხიანიძე, ზ. ტუღუში (ჩელებაძე, 71), ჩაფიძე, გურული, მეტრეველი სამტრედია: მუჯრიშვილი (ბეგაშვილი, 29), ბაკურაძე, კაკუბავა, პაჭკორია, კვირკველია, დათუნაშვილი, გორგიაშვილი (ქებაძე, 62), მელქაძე, ბეჭვაია, გეწაძე (გედენიძე, 54), გაბედავა გოლი: გორგიაშვილი (19)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჭიაბრიშვილი: "ეს 2 ტიტული ჩვენი 6-წლიანი მუშაობის გვირგვინია"

საქართველოს თასის ფინალში "საბურთალომ" "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.

დღეს, 00:28

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია.

გუშინ, 23:56

უელსელმა მორაგბემ კუნგ-ფუს ილეთისთვის 37-ე წამზე წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

შაბათს ჩემპიონთა თასის მესამე ტურის მატჩში "ოსპრისმა" "რასინგ 92" მიიღო და 19:40 დამარცხდა.

გუშინ, 23:54

ჩემპიონთა თასი: ქართველების მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონთან დამარცხდა

ჩემპიონთა თასის მესამე ტურში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" დაუხვდა და 23:9 აჯობა.

გუშინ, 22:56

38 წლის ხოაკინმა 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგაში რეკორდი დაამყარა [VIDEO]

"ბეტისის" ცოცხალმა ლეგენდამ "ბილბაოს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

გუშინ, 22:50

რაიოლა ბარსასთან ურთიერთობის დალაგებას მალენის დახმარებით ცდილობს

"აიაქსის" თავდამსხმელის, დონიელ მალენის "ბარსელონაში" გადასვლის შანსები იზრდება.

გუშინ, 22:23

კოვაჩმა სასურველი კლუბი უკვე შეარჩია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 22:15

კავანის მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

დიდი ალბათობით, ედინსონ კავანი "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს.

გუშინ, 22:12

თავდამსხმელი, რომლის ხილვაც მოურინიოს ტოტენჰემში სურს

"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სასურველი ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული.

გუშინ, 21:42

პოჩეტინო ან ანჩელოტი? - ევერტონი აღარ ხუმრობს

"ტოტენჰემი" მარკო სილვას გათავისუფლების შემდეგ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გუშინ, 21:34

მოურინიო ერიქსენის დათანხმებას ცდილობს - რა ბედი ეწევა დანიელს?

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი ზამთარში შესაძლოა სხვა კლუბის ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 21:31

ვან დე ბეკისთვის ბრძოლაში რეალს კონკურენტი გამოუჩნდა

დიდი ალბათობით, ზაფხულში დონი ვან დე ბეკი "რეალს" დატოვებს.

გუშინ, 21:26

ატლეტიკო იანვრისთვის საინტერესო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს

"ბეტისის" მცველი, აისა მანდი შესაძლოა "ატლეტიკოში" გადაბარგდეს.

გუშინ, 21:22

ბარსელონას უფლება აქვს ზაფხულში ვალვერდეს კონტრაქტი გაუწყვიტოს

"ბარსელონას" შეუძლია ერნესტო ვალვერდეს 2020 წლის ზაფხულში კონტრაქტი გაუწყვიტოს.

გუშინ, 21:16

ობამეიანგს არსენალიდან წასვლა უნდა, მიზეზი გარკვეულია

"არსენალის" ფორვარდს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.

გუშინ, 21:11

სოლსკიაერმა სმოლინგის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მოგეხსენებათ, ამჟამად კრის სმოლინგი "რომას" ღირსებას იჯარის წესით იცავს.

გუშინ, 21:05

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "სოჩი" ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გუშინ, 21:03

ერთი კანდიდატი ცნობილია: ვინ შეცვლის ჭიაბრიშვილს საბურთალოში?

საქართველოს თასის ფინალში "საბურთალო" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

გუშინ, 20:48

შეთანხმება ახლოსაა - ატლეტიკო ტრანსფერს ახორციელებს

"ატლეტიკო" "ატლეტიკო პარანაენსეს" ნახევარმცველ ბრუნუ გიმარაინსის შეძენასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

გადაწყვეტილება მიღებულია - პოგბამ სასურველი კლუბი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

გუშინ, 20:43

შეთანხმება ვერ ხერხდება - ტალანტი, რომელსაც ბარსელონა უმიზნებს

"ბარსელონას" "ფლამენგოს" ნახევარმცველის, რეინიერის ხელში ჩაგდება სურს.

გუშინ, 20:40

რეალმა ვან დე ბეკის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა

"რეალი" მომავალ ზაფხულს "აიაქსის" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ყიდვას აპირებს.

გუშინ, 20:36

მოლაპარაკებები დაიწყო - ჩელსიმ ზაფხულისთვის პირველი ტრანსფერი დაგეგმა

"ჩელსი" "კრისტალ პალასის" თავდამსხმელ უილფრიდ ზაასთვის იბრძვის.

გუშინ, 20:33

ბაიერნის მომავალი მთავარი მწვრთნელი უკვე ცნობილია?!

მოგეხსენებათ, "ბაიერნი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გუშინ, 20:29

119 მლნ ფუნტი! - მანჩესტერ იუნაიტედი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედს" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს შეძენა უნდა.

გუშინ, 20:02

ფიგუმ რეალის მოთამაშეები ზედმეტი სიფრთხილის გამო გააკრიტიკა: "უსაფრთხოდ არც მე ვიყავი"

მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ "სამეფო კლუბის" მოთამაშეები ზედმეტი სიფრთხილის გამო გააკრიტიკა:

გუშინ, 18:47

ბეილმა მარსელოსგან საჩუქრად ყვანჭი მიიღო

განვლილ ოთხშაბათს მადრიდის "რეალმა" ტრადიციული საკლუბო ვახშამი მოაწყო.

გუშინ, 18:38

"სამაგალითო იყო", - ჟორჟინიომ თავისი კუმირი დაასახელა

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ თავისი კუმირი დაასახელა:

გუშინ, 18:27

"დაუფიქრებლად გავიფორმებდი", - კეპამ ჩელსისთვის იდეალური ფორვარდი შეარჩია

ლონდონის "ჩელსის" მეკარემ, კეპა არისაბალაგამ თავისი გუნდისთვის იდეალური ფორვარდი შეარჩია:

გუშინ, 18:16

საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია!

ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს' შორის.

გუშინ, 18:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10