ავტორიზაცია

საინტერესო ფაქტი - ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სამივე წაგება მადრიდული გუნდებისგან იწვია

საინტერესო ფაქტი - ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სამივე წაგება მადრიდული გუნდებისგან იწვია
თარიღი 28 ოქტ 2021, 13:56

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 შეხვედრის შემდეგ, "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს. კატალონიელთა ანგარიშზე ფიქსირდება 3 წაგება, თითოეული მარცხი კი მადრიდული გუნდებისგან იყო.

"ბლაუგრანა" დაამარცხა "რეალმა" (1:2), "ატლეტიკომ" (0:2) და "რაიო ვალეკანომ" (0:1). დიახ, "სამეფო კლუბისა" და "როხიბლანკოს" მსგავსად, მადრიდის ადმინისტრაციულ ერთეულს "გოლიათებიც" ეკუთვნიან.

ესპანეთის ჩემპიიონატში კიდევ ერთი ასეთი გუნდი არის "ხეტაფე", თუმცა აღნიშნული გუნდი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მესამე ტურში ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

აქვე დავამატებთ, "თეთრ-წითლებთან" წაგების შემდეგ, "კამპ ნოუზე" რონალდ კუმანის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს. ნიდერლანდელს დიდი ალბათობით ხავი ერნანდესი ჩაანაცვლებს.