ავტორიზაცია

"ჯიჯო გამორჩეული მეკარეა, ფანების საქციელი არ მომეწონა", - კიელინიმ დონარუმას მხარი დაუჭირა

"ჯიჯო გამორჩეული მეკარეა, ფანების საქციელი არ მომეწონა", - კიელინიმ დონარუმას მხარი დაუჭირა
თარიღი 28 ოქტ 2021, 19:26

"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან (1:2) გამართული მატჩის მიმდინარეობისას "მილანის" გულშემატკივართა მხრიდან გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასადმი სტვენაზე განცხადება გააკეთა.

"ეს არ მომეწონა. ყველა ჩვენგანი თავის არჩევანს აკეთებს, რომელსაც პატივი ისევე უნდა ვცეთ, როგორც ფანების აზრს. მაგრამ ვფიქრობ, ეს საბაბი დამაკმაყოფილებელი არ არის".

"ჯიჯო განსაკუთრებულია, სხვებისგან განსხვავებული, ისევე, როგორც ბუფონი განსხვავდება თავისი თაობის მეკარეებისგან".

"დრო გვიჩვენებს, მიაღწევს თუ არა ასეთ დონეს, მაგრამ ცხადია, ჩვეულებრივი მეკარე არ არის. გამორჩეულია", - თქვა კიელინიმ DAZN-სთან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, "მილანის" გულშემატკივრებმა 22 წლის მეკარეს იმის გამო უსტვინეს, რომ "როსონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და "პსჟ"-ში გადავიდა.