ავტორიზაცია

"პენსიაზე გასვლას ვფიქრობდი", - კიელინიმ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს კარიერის დასრულებას აპირებდა

"პენსიაზე გასვლას ვფიქრობდი", - კიელინიმ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს კარიერის დასრულებას აპირებდა
თარიღი 28 ოქტ 2021, 19:48

"იუვენტუსისა" და იტალიისნ ნაკრების მცველმა, ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ კარიერა ევრო 2020-ზე მონაწილეობის მიღების სურვილის გამო არ დაასრულა.

"ტრავმის შემდეგ რთული დრო მქონდა. 6-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და მალევე კორონავირუსმა შეაჩერა ფეხბურთი, რის გამოც თითქმის ერთი წელი ვერ ვიპოვე ბალანსი ჩემს თამაშში".

"პენსიაზე გასვლას ვფიქრობდი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატმა და ნებისმიერ ფასად იქ თამაშის სურვილმა მუშაობის გაგრძელება მაიძულა", - ციტირებს კიელინის სიტყვებს DAZN.

შეგახსენებთ, 37 წლის იტალიელმა უკანახაზელმა "სკუადრა აძურასთან" ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

თავის მხრივ, კიელინის "იუვენტუსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.