დიდი ცვლილებები ბარსელონაში — კუმანის გათავისუფლებას რამდენიმე ფეხბურთელის წასვლაც მოჰყვება

"ბარსელონას" რიგებში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.
ასე და ამგვარად, როგორც ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, გუნდს "გასუფთავება" სჭირდება და იანვრის სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა.
მაგალითად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მცველების, ხერარდ პიკესა და ხორდი ალბას, აგრეთვე ნახევარმცველ სერხი ბუსკეტსის თამაშით არიან უკმაყოფილონი.
"ბარსაში" ფიქრობენ, რომ ახალ პროექტში ზოგიერთი მოთამაშის ადგილი არ არის და მათთან განშორებას მაქსიმალური პატივისცემით გეგმავენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ბოსები ჰოლანდიელი სპეციალისტის გაშვების შემდეგ მისი თანამემამულის, ლუკ დე იონგის გაშვებასაც აპირებენ.