ავტორიზაცია

VIDEO: ლა ლიგის მოგება საერთოდ ვინმეს უნდა? ატლეტიკომ რეალისა და ბარსას ფეხის დაცდენა ვერ გამოიყენა და ისევ ფრე ითამაშა

თარიღი 29 ოქტ 2021, 01:55

ლა ლიგის მე-11 ტურის ბოლო შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკო” სტუმრად „ლევანტეს“ დაუზავდა.

შეხვედრა სტადიონ „სიუდად დე ვალენსიაზე“ გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-12 წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა ფელიპეს პასით. თუმცა, ბარდიმ 37-ზე წონასწორობა პენალტით აღადგინა.

72-ე წუთზე მოედანზე ოთხი წუთის გამოსულმა მატეუს კუნიამ „ატლეტიკო“ ისევ დაწინაურა და თითქოს გამარჯვებასთან მადრიდელები ახლოს იყვნენ, თუმცა პირველი ტაიმის სცენარი განმეორდა - პენალტი დაინიშნა, რომელიც ასევე ბარდიმ ზუსტად შეასრულა და „ატლეტიკოს“ ორი ქულა წაართვა.

სიმეონეს გუნდს 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 19 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, ლიდერი „სოსიედადია“, რომელსაც 11 მატჩში 24 ქულა აქვს.