ავტორიზაცია

VIDEO: დაუმარცხებელი სერია გრძელდება - ნაპოლიმ შინ დამაჯერებლად იმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა

თარიღი 29 ოქტ 2021, 02:01

სერია ა-ს მე-10 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ სტადიონზე „ბოლონია“ დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მე-18 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა, 41-ზე და 62-ზე კი ლორენცო ინსინიემ ორი პენალტი შეასრულა ზუსტად და „ნაპოლიმ“ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

„ნაპოლიმ“ 30 შესაძლოდან 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კვლავ დაიბრუნა, მეორე „მილანია“ ამდენივე ქულით, თუმცა „ნაპოლი“ უკეთესი ბურთების სხვაობით პირველ ადგილზე იმყოფება.