ავტორიზაცია

ფაბრეგასმა საუკეთესო ყალბი ცხრიანი დაასახელა: "ის ჩემი ფავორიტია"

ფაბრეგასმა საუკეთესო ყალბი ცხრიანი დაასახელა: "ის ჩემი ფავორიტია"
თარიღი 29 ოქტ 2021, 12:57

"მონაკოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ყალბი ცხრიანი დაასახელა. კატალონიელი ფლეიმეიქერის აზრით, ეს ბობი ფირმინოა.

"თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ყალბი ცხრიანი? ფირმინო, ეს ძალიან მარტივია. შემიძლია ვთქვა, რომ ლივერპულისთვის ის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია.

ყოველთვის მომწონდა ის ატმოსფერო, რომელიც ამ გუნდის სტადიონზე სუფევდა, ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ კი ჯერარდს ვთვლი", - განაცხადა "თავადების" გამთამაშებელმა.

შეგახსენებთ, "მონეგასკების" ოთხიანს მერსისაიდელების წინააღმდეგ უთამაშია ლონდონის "არსენალისა" და "ჩელსის" შემადგენლობაში. 2019 წლის შემდეგ, 34-წლის ჰავბეკი "თეთრ-წითლებშია".