წილისყრა შედგა! რომელი გუნდები შეხვდებიან თასის 1/2 ფინალში ერთმანეთს?
29 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად, 1/2 ფინალური ეტაპის წყვილები შემდეგნაირია: საბურთალო - დინამო ბათუმი და სამგურალი - შუქურა.
დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2021 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მასპინძელი ქალაქი და ნომინალური მასპინძელი გუნდი. ფინალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მასპინძლის სტატუსით კი, ქობულეთის "შუქურასა" და წყალტუბოს "სამგურალის" წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება.
ფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებებით გადაწყდება.