ფოტო: "ჩვენი გულები სიყვარულით არის სავსე", - რონალდუმ დაადასტურა, რომ კიდევ ერთი ტყუპების მამა გახდება

კრიშტიანუ რონალდუმ თავის მეგობარ გოგონასთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად დაადასტურა, რომ წყვილი ტყუპებს ელოდება.
ამის შესახებ 36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„სიხარულით გამცნობთ, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გულები სიყვარულით არის სავსე. მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვდერას.“ - წერს რონალდუ და პოსტს დაურთო ფოტო, რომელზეც მასაც და ჯორჯინასაც ექოს სურათი უკავიათ ხელში.
ცნობისთვის, რონალდუს უკვე ოთხი შვილი ჰყავს: კრიშტიანუ-უმცროსი, რომელიც 2010 წელს სუროგატი დედისგან არის დაბადებული, 2017 წელს დაბადებული ტყუპები ევა და მატეო - ასევე სუროგატი დედიგან. ყველაზე პატარა კი გოგონა ალანა მარტინაა, რომელიც 2017 წლის ბოლოს ჯორჯინამ მოავლინა ქვეყანას.