ავტორიზაცია

კონტე ერთადერთი ვარიანტი არ არის - მანჩესტერმა სოლსკიაერის შემცვლელად კიდევ ერთ მწვრთნელს დაადგა თვალი

კონტე ერთადერთი ვარიანტი არ არის - მანჩესტერმა სოლსკიაერის შემცვლელად კიდევ ერთ მწვრთნელს დაადგა თვალი
თარიღი 29 Oct 2021, 16:34

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სოლსკიაერის გაშვების შემთხვევაში მისი სავარაუდო შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

აქამდე, პრესაში ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს სახელი ჟღერდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა იტალიელი არ არის ერთადერთი კანდიდატი.

ESPN-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის გარკვეულ ნაწილს გუნდის მთავარ მწვრთნელად არა ანტონიო კონტეს, არამედ ბრენდან როჯერსის ხილვა სურს, რომელიც ამჟამად „ლესტერში“ მუშაობს.

ეს ამბავი უცნაური იმიტომ არის, რომ თავის დროზე როჯერსი არაერთი წლის მანძილზე „მანჩესტერის“ მთავარი მეტოქის, „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იყო და უცნობია, რამდენად დათანხმდება ის „იუნაიტედის“ ჩაბარების შესაძლებლობას.

მიუხედავად ამისა, „ემიუს“ ხელმძღვანელობაში 48 წლის სპეციალისტის ვარიანტს დადებითად აფასებენ. სოლსკიაერმა კი სიტუაციის გამოსასწორებლად სამად სამი მატჩი მიიღო - თუ გუნდის შედეგები მკვეთრად არ გაუმჯობესდება, მას გაუშვებენ.

საინტერესა, რომ როჯერსს აქამდე ახლახანს გამდიდრებული „ნიუკასლიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა მწვრთნელმა „ლესტერისადმი“ ერთგულება საჯაროდ გამოთქვა.