"ალეგრიმ ვერ შეამჩნია, რომ ფეხბურთი შეიცვალა", - იტალიაში იუვენტუსის მწვრთნელს აკრიტიკებენ
იტალიური პრესა „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მუშაობთ უკმაყოფილოა.
„ის, რაც კარგად მუშაობდა მის წინა ხუთ წელიწადში, ახლა არც ისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ მარცხი არ დაიმსახურა, მაგრამ მათ უბრალოდ არ იციან, როგორ უნდა გაიმარჯვონ.
ალეგრიმ ვერ შეამჩნია, რომ ფეხბურთი შეიცვალა. რა აზრი აქვს მის უცნაურ 4-4-2 ტაქტიკას, როცა რაბიო ვინგერად თამაშობს, კიეზა თითქმის ნახევარდაცვის ცენტრში, ლოკატელი კი დაცვის წინ მარტო რჩება? მარტო მას ჰქონდა სურვილი „სასუოლოსგან“ თავი დაეცვა.
„იუვენტუსი“ ჩვეულებრივად დაულაგებელ ფეხბურთს თამაშობს თავდამსხმელის გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ მორატა ვერაფერს ვერ აკეთებს. კონკრეტული პროექტი არ არსებობს.“ - წერს გამოცემა La Gazzetta dello Sports ალეგრის მუშაობის შესახებ.
„ბიანკონერის“ სპეციალისტი 2014-2019 წლებში წვრთნიდა და გუნდს ხუთივე სეზონში სკუდეტო მოაგებინა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. შემდეგ ის გაუშვეს, ორი წლის შემდეგ კი ისევ დააბრუნეს.