ავტორიზაცია

ალექსის სანჩესი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ალექსის სანჩესი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თარიღი 29 ოქტ 2021, 19:04

მილანის „ინტერის“ ფორვარდი ალექსის სანჩესი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ჩილელ ფეხბურთელს „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. აქამდე, გუნდთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაახანგრძლივა ლაუტარო მარტინესმა, რომელსაც „ბარსელონას“ უკავშირებდნენ.

მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას იანვრიდან დაუსხდებიან. გარკვეული დროის წინ ალექსისი „ინტერიდან“ წასვლას აპირებდა, თუმცა ახლა სტრაიკერმა გეგმები შეიცვალა.