ავტორიზაცია

"ამ კომპონენტში ვაკო ყაზაიშვილი პირველია, ვერავინ სჯობნის" - გურამ კაშიას აღიარება

"ამ კომპონენტში ვაკო ყაზაიშვილი პირველია, ვერავინ სჯობნის" - გურამ კაშიას აღიარება
თარიღი 29 ოქტ 2021, 22:53

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას განცხადებით, ეზოს ფეხბურთით ბევრი რამ ისწავლა და მინის თამაშის დროს მოთამაშე ბევრ საფეხბურთო უნარს იძენს

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა Geo Team-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამის შემდეგ, იყო კითხვა თუ ვინ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან მინი ფეხბურთში საუკეთესო, სადაც ვაკო ყაზაიშვილის გვარმა გაიჟღერა.

"ვაკოზე(ყაზაიშვილი) მაგარი არავინაა, ახლოსაც ვერ მივალთ ვაკოსთან. მინი ფეხბურთს ისე თამაშობს, შანსი არ გაქვს. თან, მოგება უყვარს მაგრად და იმდენს წუწუნებს, რავიცი. 

გოლს ვერ გაიტანს? ძელს თუ მოხვდება ბურთი, ყვირის: ჯარიმაა! გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონეა და მის წინააღმდეგ თამაში უფრო მსიამოვნებს, რადგან ეს გამოწვევაა," - განაცხადა გურამ კაშიამ Geo Team-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ეროვნული ნაკრების გარდა 2 უცხოურ გუნდში თამაშობდნენ ერთად: ნიდერლანდურ ვიტესში და ამერიკულ სან ხოსეში.

გურამ კაშიასთან ვრცელი ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე