ვეინალდუმი საშინელ დღეშია — პსჟ-ს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები პარედესის გამო ჰოლანდიელს ადაპტაციაში არ ეხმარებიან
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი პარიზულ კლუბში ადაპტაციასთან დაკავშირებით სირთულეებს წააწყდა.
ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, გუნდის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები ვარჯიშების დროს ჰოლანდიის ნაკრების წევრს ადაპტაციის გავლაში არ ეხმარებიან.
აღნიშნულის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოთამაშეებს იმ კონკურენციის ეშინიათ, რომელიც ვეინალდუმმა შესაძლოა არგენტინელ შუახაზელ ლეანდრო პარედესს გაუწიოს.
შეგახსენებთ, 30 წლის ჰოლანდიელი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს "ლივერპულთან" კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ უფასოდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ვეინალდუმმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.