"მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
– ვის მიიჩნევთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად? საკუთარ თავს?
"რა თქმა უნდა, არა. საუკეთესო მე არ ვარ. ვიცი ჩემი სუსტი მხარეები", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Liverpool Echo.
"ეს რასაც არ უნდა ნიშნავდეს, ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს იყო საუკეთესო მწვრთნელი. ჩემი შტაბის გარეშე არავინ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო.
"ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა. მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია", - დასძინა კლოპმა.