"გუნდს ვერ ვხედავ", - ლეგენდარულმა არიგო საკიმ ამჟამინდელი მანჩესტერი 2014 წლის ბრაზილიის ნაკრებს შეადარა

"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.
– რას იტყვით "მანჩესტერ იუნაიტედზე" "ლივერპულთან" გამართული მატჩის შედეგის მიხედვით?
"2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთმა ბრაზილიურმა ტელეარხმა მკითხა, რას ვფიქრობდი ბრაზილიის ნაკრებზე. ვუპასუხე, რომ გუნდი ვერ დავინახე".
"მოედანზე ერთად მოთამაშე 11 ინდივიდუალისტს ვხედავდი", - განაცხადა ლეგენდარულმა სპეციალისტმა ჯეიმი კარაგერთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში გამართული 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალში "სელესაო" გერმანიის ნაკრებთან 1:7 განადგურდა.