ავტორიზაცია

ხავი ალ სადის ფეხბურთელებს უკვე დაემშვიდობა და კლუბს ბარსელონაში უფასოდ წასვლაზე შეუთანხმდა

ხავი ალ სადის ფეხბურთელებს უკვე დაემშვიდობა და კლუბს ბარსელონაში უფასოდ წასვლაზე შეუთანხმდა
თარიღი 30 Oct 2021, 16:47

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავი ერნანდესის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვეტილია, იტყობინება Diario Sport.

41 წლის კატალონიელი გუშინ "ალ სადის" ხელმძღვანელობას შეხვდა და წასვლაზე შეუთანხმდა. ხელმძღვანელებმა მას სთხოვეს ყატარის ჩემპიონატის კიდევ ორ მატჩში უხელმძღვანელოს, ასე რომ 4 ნოემბრამდე ოფიციალურ დადასტურებს არ უნდა ველოდოთ.

ხავიმ "ალ სადთან" სიტყვიერი შეთანხმება გააფორმა იმის თაობაზე, რომ თუ "ბარსელონა" მიიწვევს, კლუბის დატოვებას კომპენსაციის გარეშე მოახერხებს - გამოსასყიდი თანხა ამჟამად 1 მილიონ ევროს შეადგენს.

ასე და ამგვარად, ლეგენდარული ნახევარმცველი, რომელიც "ბარსაში" ცოტა ხნის წინ წასულ რონალდ კუმანს შეცვლის, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უფასოდ ჩაიბარებს.

აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციით, ხავიმ გუშინ "ალ სადის" ფეხბურთელებსაც აცნობა, რომ მიდის და დაემშვიდობა.