ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში ვინისიუსის არგამოძახებაზე: "ეს ტიტეს გადაწყვეტილებაა, ჩემი მეგობრის"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ელჩესთან" (2:1) მოგების შემდეგ გარემარბ ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
"თამაშს ვაკონტროლებდით. მიწურულს ჩავთვალეთ, რომ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ მატჩი ფინალურ სასტვენამდე არ სრულდება. თამაში არცთუ ისე ცეცხლოვანი გამოვიდა, მაგრამ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ვინისიუსმა ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა".
"ვინისიუსს კარგი სერია აქვს, საქმისადმი ერთგულია, ბევრი გააქვს. მარიანომაც კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველი გოლის ეპიზოდში".
"ვინისიუსისთვის არაფერი გამიკეთებია, ჯადოქარი არ ვარ. უბრალოდ ვენდობი და შემადგენლობაში ვაყენებ".
"რაც შეეხება იმას, რომ ნაკრებში არ გამოიძახეს, ეს ტიტეს გადაწყვეტილებაა. ჩემი ძვირფასი მეგობარია, საპასუხო არაფერი მაქვს", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS.