ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი ბერგამოში - ატალანტა ლაციოსთან მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა

თარიღი 30 ოქტ 2021, 19:34

სერია ა-ს მე-11 ტურში „ატალანტა“ და „ლაციო“ დაუზავდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ბერგამოში გაიმართა და უხვგოლიან ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩს რომაული გუნდი ორჯერ იგებდა - ჯერ პედროს გოლით (18’), შემდეგ კი იმობილეს (74’), თუმცა გასპერინის შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხეს - საპატა (45+1’) და დე როონი (90+4’).

„ატალანტამ“ 19 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე იმყოფება, „ლაციოს“ კი ერთი ქულით ნაკლები აქვს და ამ ეტაპზე მეექვსე პოზიციას იკავებს.