ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ეტიჰადზე - კრისტალ პალასმა მანჩესტერ სიტი ორი ბურთით დაამარცხა

თარიღი 30 ოქტ 2021, 19:58

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერ სიტი“ შინ „კრისტალ პალასთან“ სენსაციურად დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „ეტიჰადზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-6 წუთზე ლონდონელები უილფრიდ ზაჰას გოლით დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს, პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს აიმერიკ ლაპორტი, რამაც „სიტის“ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

88-ე წუთზე კი „კრისტალ პალასმა“ გამარჯვება გაინაღდა, როცა კალაგერმა „სიტის“ კარში მეორე გოლიც შეაგდო და თავის გუნდს სენსაციური გამარჯვება მოუტანა.

ამრიგად, „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონის მეორე მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.