ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულმა ენფილდზე 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ვერ მოიგო

თარიღი 30 ოქტ 2021, 20:00

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ბრაიტონს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „ენფილდზე“ გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

„ლივერპული“ ჰენდერსონის და მანეს გოლებით 2:0-ს იგებდა, თუმცა მვეპუს და ტროსარის გოლების გამო უპირატესობა გაანიავა და 2 ქულაც დაკარგა.

კლოპის გუნდი 22 ქულით მეორე ადგილს იკავებს, წინ კი მხოლოდ „ჩელსია“, რომელსაც 3 ქულით მეტი აქვს.