ავტორიზაცია

VIDEO: უმდიდრესი მფლობელების გუნდი გავარდება? ნიუკასლი შინ ჩელსისთან განადგურდა

თარიღი 30 ოქტ 2021, 20:06

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში „ჩელსიმ“ სტუმრად ახლადგამდიდრებული „ნიუკასლი“ გაანადგურა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი „ჩელსისთვის“ გადამწყვეტი რის ჯეიმსის გოლები აღმოჩნდა - მცველმა დუბლი მიითვალა და თავისი გუნდისთვის კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

მატჩში წერტილი კი ჟორჟინიომ ზუსტად შესრულებული პენალტით დასვა.

„ჩელსიმ“ 25 ქულა დააგროვა და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, მეორე ადგილზე „ლივერპულია“, რომელსაც 3 ქულით ნაკლები აქვს. რაც შეეხება „ნიუკასლს", კაჭკაჭები 4 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.