ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ანალოგიური დარღვევის გამო ჯონი ევანსმა დღეს ყვითელი ბარათი მიიღო"

გვარდიოლა: "ანალოგიური დარღვევის გამო ჯონი ევანსმა დღეს ყვითელი ბარათი მიიღო"
თარიღი 30 ოქტ 2021, 23:34

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, „კრისტალ პალასთან“ სენსაციური წაგება (0:2) შეაფასა.

„ბევრი რამ არ წავიდა ისე, როგორც საჭირო იყო. სწრაფი გოლი გავუშვით, მიუხედავად ამისა კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენს ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს და არბიტრის სხვა გადაწყვეტილებებიც იყო.

გულშემატკივრები გვეხმარებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ გოლი არაფრისგან გავუშვით.

ჯონი ევანსმა დღეს შუადღით ანალოგიური ჯარიმის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა. შეცდომა დავუშვით, როცა გოლი გავუშვით და კიდევ ერთხელ შევცდით გაძევების ეპიზოდში - ხოლო წითელ ბარათს უჩვენებდა მსაჯი თუ ყვითელს, ეს მისი გადაწყვეტილება იყო.“ - აღნიშნა გვარდიოლამ.