ავტორიზაცია

VIDEO: კუმანი წავიდა, სირთულეები დარჩა - ბარსელონამ კამპ ნოუზე ვერც ალავესს მოუგო

თარიღი 31 ოქტ 2021, 01:01

ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „ალავესს“ ვერ მოუგო.

მატჩი სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, მეორე კი „ბარსასთვის“ ძალიან იმედისმომცემად დაიწყო, როცა დეპაიმ საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით მოახერხა ანგარიშის გასხნა.

თუმცა, „ბარსას“ სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - „ალავესმა“ რიოხას გოლით წონასწორობის აღდგენა 3 წუთშივე მოახერხა.

მატჩის ბოლომდე, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბარსელონამ“ ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო - „რეალთან“ და „რაიოსთან“ მარცხს ახლა „ალავესთან“ ფრე დაემატა.

11 ჩატარებული მატჩის შემდეგ კატალონიელები 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებენ და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩებიან, „ალავესი“ კი 10 ქულით მე-16 პოზიციაზეა.