ავტორიზაცია

კლოპი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დავმარცხდით, ორი ულამაზესი გოლი გაგვიუქმეს"

კლოპი: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დავმარცხდით, ორი ულამაზესი გოლი გაგვიუქმეს"
თარიღი 31 ოქტ 2021, 12:51

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-10 ტურში "ბრაიტონთან" (2:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დავმარცხდით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ამასთანავე, ორი ულამაზესი გოლი გავიტანეთ, თუმცა გაგვიუქმეს".

"მანეს ეპიზოდში არ გაგვიმართლა. თუ გინდა პრესინგი ასწავლო, ეს სიტუაცია უნდა ანახო. თუმცა, ვფიქრობ, გოლი ხელით თამაშის გამო გააუქმეს".

"პირველ ტაიმში შექმნილმა მომენტებმა გვაჩვენა, როგორ შეგვიძლია "ბრაიტონისთვის" ზიანის მიყენება. ცენტრში კარგად ვმოქმედებდით და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეორე ნახევარში საკმარისად კარგები არ ვყოფილვართ. ჩვენი სხეულის ენა არ მომეწონა. იყო რაღაც მსგავსი: "ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად რთულია".

"ბრაიტონის" წინააღმდეგ თავდაცვის საუკეთესო გზა ბურთის ფლობა და იქ თამაშია, სადაც თავისუფალი ზონები აქვთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ გაგვიკეთებია", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.