ავტორიზაცია

VIDEO: ლიდერების დევნა გრძელდება - ინტერმა შინ დაგეგმილი ქულა მშვიდად აიღო

თარიღი 31 ოქტ 2021, 18:31

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში „ინტერმა“ საკუთარ კედლებში „უდინეზე“ დაამარცხა.

მატჩი სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„ინტერის“ მაისურით დუბლი არგენტინელმა შემტევმა ხოაკინ კორეამ შეასრულა, მან გოლები მე-60 და 68-ე წუთებზე შეაგდო.

ინძაგის გუნდმა 24 ქულა დააგროვა და ლიდერებთან: „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა მათ თავიანთი მატჩი ამ ტურში კიდევ ჩასატარებელი აქვთ.