ცუდი ამბავი საფრანგეთიდან - ამირან სანაიას სიმსივნე აქვს
ფრანგულ როდეზში მოთამაშე 32 წლის ქართველ მარცხენა მცველ ამირან სანაიას სიმსივნე დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით როდეზის პრეზიდენტმა პიერ-ოლივიე მურატმა დაადასტურა, თუმცა დაავადების შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროება არ ისურვა.
"ამის შემდეგ გასულ კვირას გავიგეთ, როცა ანალიზების პასუხები მოვიდა. მისი ბრძოლა მთლიანი გუნდის ბრძოლაა, ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ. ის მეომარია და მალე დაგვიბრუნდება," - განაცხადა როდეზის პრეზიდენტმა.
GOAL.GE ქართველ მცველს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!