ბარსელონამ პიკეს ტრავმა დაადასტურა - რამდენი გაუცდება მცველს?
„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ჟერარ პიკეს ტრავმა დაადასტურა.
ესპანელმა მცველმა „ალავესთან“ გუშინდელ მატჩში მიიღო დაზიანება და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
დღეს დილით, პიკეს ღრმა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა ქუსლის კუნთის დაზიანება დაადასტურა.
პიკეს დაბრუნების სავარაუდო დროის შესახებ ცნობილი არაფერია, თუმცა დიდი ალბათობით, ფეხბურთელი უახლოეს სანაკრებო პაუზამდე თავის კლუბს ვეღარ დაეხმარება.
ამრიგად, პიკე აუცილებლად გამოტოვებს 2 ნოემბერს „დინამო კიევთან“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც, რომელიც „ბარსას“ აუცილებლად მოსაგები აქვს.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 3 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და თუ „კიევს“ მოუგებს, მეორეზე გადასვლის შანსსაც მიიღებს.