ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ ორი ფრის შემდეგ, ატლეტიკომ გამარჯვების გემო გაიხსენა

თარიღი 31 ოქტ 2021, 21:38

ლა ლიგის მე-12 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ კედლებში „ბეტისი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ანგარიში 26-ე წუთზე იანიკ კარასკომ გახსნა. 63-ზე პეცელამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 80-ზე კი ჟოაო ფელიქსმა საბოლოო წერტილიც დასვა.

„ატლეტიკომ“ 22 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა - წინ სამხელისუფლებიანობაა, „რეალს“, „სევილიას“ და „სოსიედადს“ ერთნაირი რაოდენობის ქულა აქვთ (24).