ავტორიზაცია

VIDEO: სპალეტი მართლა ჩემპიონობას უმიზნებს? ნაპოლიმ სერია ა-ში 11 შესაძლოდან მე-10 მატჩი მოიგო

თარიღი 31 ოქტ 2021, 23:08

სერია ა-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სალერნიტანა“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „არეჩიზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე პიოტრ ზიელინსკიმ გაიტანა და თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

მეორე ტაიმში მოედანზე ცეცხლი დაინთო - 70-ე წუთზე ჯერ მასპინძელთა ფეხბურთელი კასტანოსი გააძევეს პირდაპირი წითელი ბარათის ჩვენებით, 77-ზე კი იგივე ბედი გაიზიარა კალიდუ კულიბალიმაც.

შედეგად, გუნდები მატჩს 10-10ზე ასრულებდნენ, თუმცა „სალერნიტანა“ მარცხს ვერ გადაურჩა. 

„ნაპოლიმ“ მე-11 მატჩში მე-10 გამარჯვება მოიპოვა და 31 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა „რომას“ დამარცხების შემთხვევაში სპალეტის გუნდს ქულებით „მილანი“ გაუტოლდება.