VIDEO: იბრას ბენეფისი დედაქალაქში - მილანმა სტუმრად რომას მოუგო და ნაპოლის ისევ დაეწია
სერია ა-ს მე-11 ტურში „მილანმა“ შესანიშნავი სვლა გააგრძელა და სტუმრად „რომას“ მოუგო.
მატჩი „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 26-ე წუთზე ჯარიმიდან შეაგდო.
50-ზე იბრამ დუბლი მიითვალა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს. მიუხედავად ამისა, 57-ე წუთზე ზლატანმა პენალტი მოიპოვა, რომელიც კესიმ გოლად აქცია.
მეორე გოლის გასვლისთანავე, იბრამ ბენეფისი წარმატებით დაასრულა და მოედანზე ადგილი ოლივიე ჟირუს დაუთმო.
66-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა ტეო ერნანდესმა, თუმცა „რომა" მარცხს მაინც ვერ გადაურჩა - ერთადერთი, რაც დედაქალაქელებმა მოახერხეს, 93-ე წუთზე გატანილი გოლია, რომელმაც გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
„მილანმა“ 31 ქულა დააგროვა და ცხრილში „ნაპოლის“ ისევ დაეწია - „როსონერი“ უახლოეს მდევარ „ინტერს“ უკვე 7 ქულით უსწრებს.