ავტორიზაცია

"კვარაცხელია ბარგს ალაგებს? კეთილი მგზავრობა!", - ქართველის შესახებ კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ დაწერა

"კვარაცხელია ბარგს ალაგებს? კეთილი მგზავრობა!", - ქართველის შესახებ კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ დაწერა
თარიღი 01 ნოე 2021, 12:59

Sportbox-მა შეაფასა ყაზანის "რუბინისა" და მოსკოვის "ცსკა"-ს შეხვედრა, რომელიც დასრულდა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0. "წითელ-მწვანეების" მხრიდან მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო.

რუსულმა გამოცემამ ლეონიდ სლუცკის შეგირდებისა და "არმიელების" მატჩი შერაცხა ორი ფეხბურთელის პირად დუელად. საუბარია სწორედ ქართველისა და ჩიდერ ეჯუკეს შესახებ:

"რუსეთის პრემიერ ლიგის ორი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის, კვარაცხელიასა და ეჯუკეს პირადი დუელი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა პირველი, მაგრამ მხოლოდ ანგარიშით.

ხვიჩა პრაქტიკულად არ ყოფილა მოედანზე, მაშინ, როდესახ ჩიდერი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა. რა ხდება ქართველი შემტევის გარშემი? ის ჩემოდნებს ალაგებს?

კეთილი მგზავრობა. რუბინის ვინგერი არც პირველია და არც უკანასკნელი. უბრალოდ უცნაურია იმ გუნდის ინტერესების ასე დემონსტრაციულად იგნორირება, რომელმაც ამდენი მოგცა".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის დაწყების მომენტიდან, 20-წლის გარემარბის ანგარიშზე ფიქსირდება ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა. ყაზანელები შემდეგ მატჩს გამართავენ 7 ნოემბერს, მეტოქე "როსტოვი" იქნება.