ავტორიზაცია

ორი ფეხბურთელი დაბრუნდა - ბარსელონას განაცხადი დინამო კიევთან მატჩისთვის

ორი ფეხბურთელი დაბრუნდა - ბარსელონას განაცხადი დინამო კიევთან მატჩისთვის
თარიღი 01 ნოე 2021, 18:21

„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დინამო კიევთან“ ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა.

მწყობრში დაბრუნდნენ ანსუ ფატი და უსმან დემბელე - ესპანელს კლასიკოს შემდეგ არ უთამაშია, ფრანგს კი საერთოდ ევროპის ჩემპიონატის მერე.

სამაგიეროდ, „ბარსას“ ლაზარეთში რჩებიან ჟერარ პიკე, პედრი, სერხიო აგუერო და მარტინ ბრეიტვეიტი. 

„ბარსელონას“ სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, მემფისი, ანსუ ფატი, დემირი, ნეტო, კოუტინიო, ლანგლე, ლუკ დე იონგი, ჟორდი ალბა, ფრენკი დე იონგი, მინგესა, უმტიტი, ერიკ გარსია, ინიაკი პენია, ნიკო, გავი, ბალდე, ალვარო სანსი.

მატჩი „დინამო“ – „ბარსელონა“ ხვალ, 2 ნოემბერს, 23:59 საათზე კიევში გაიმართება.