ავტორიზაცია

"რაც მოხდება, მოხდება", - მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერის შესაძლო დასრულებაზე ალაპარაკდა

"რაც მოხდება, მოხდება", - მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერის შესაძლო დასრულებაზე ალაპარაკდა
თარიღი 01 Nov 2021, 23:42

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, აგრეთვე კარიერის შესაძლო დასრულებაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

– მსოფლიო ჩემპიონატს ელოდებით?

"ძალიან შთაგონებული ვარ და მინდა, დიდ წარმატებას მივაღწიო. ამდენი მცდელობის შემდეგ კოპა ამერიკა მოვიგეთ, ძალიან დიდი ხანი ვიყავით გამარჯვებასთან ახლოს. ამის შემდეგ მომავლისგან მოლოდინი დიდია. დღეს კარგები ვართ".

"მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები უნდა ვიყოთ. ჯერ არ ვართ, რადგან უკეთესი გუნდებიც არიან. სწორ გზას ვადგავართ, კარგი დინამიკა და ატმოსფერო გვაქვს. მოგებები ძალიან გვეხმარება, მათი წყალობით კიდევ უფრო ვძლიერდებით".

– 2022 წლის მუნდიალის მიმდინარეობისას 35 წლის იქნებით. რა მოხდება ამ ტურნირის შემდეგ? კარიერის დასრულება?

"არა, არა მგონია. არა მგონია. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემს თავს მოხდა, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე მივიწევ. არ ვიცი, რა მოხდება მსოფლიო ჩემპიონატზე და მის შემდეგ. ამაზე არ ვფიქრობ. რაც მოხდება, მოხდება", - ციტირებს მესის სიტყვებს Diario Sport.