ვის განიხილავდა ბარსელონა ხავის გარდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
ფაბრიციო რომანოს ტვიტერის ცნობით, ხავი ერნანდესი არ არის ერთადერთი მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას" სიაში. შეგახსენებთ, კატალონიელებმა რონალდ კუმანი დაითხოვეს.
"ბლაუგრანას" ახალი დამრიგებლის შესახებ ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა განაცხადა შემდეგი - "ხავი ითვლება ფავორიტად, თუმცა ბარსელონას სიაში მარტინესისა და გალიარდოს გვარებიც ფიგურირებს.
კლუბი ძალიან აფასებს ორივე თავკაცის მოღვაწეობას. ამის მიუხედავად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კატალონიაში სწორედ ერნანდესი დაინიშნება".
ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ კატალონიელი დამრიგებელი "ბლაუგრანაში" ნოემბრის პირველ რიცხვებში დაინიშნება. აქვე დავამატებთ, იქამდე, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სერხი ბარხუანი გაწვრთნის.