ავტორიზაცია

ანჩელოტი: "აზარმა მარიანოს უნდა მიბაძოს"

ანჩელოტი: "აზარმა მარიანოს უნდა მიბაძოს"
თარიღი 02 Nov 2021, 21:34

„შახტართან“ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ საკუთარი სტრატეგია გამოვიყენოთ და მოვიგოთ. ჯგუფისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტი და მნიშვნელოვანი მატჩია.

ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჯგუფში გამომდინარე იქიდან, მოვიგებთ თუ წავაგებთ. თუ დავმარცხდით, მაშინ დარჩენილი ორი შეხვედრა აუცილებლად მოსაგები იქნება, რაც საქმეს შედარებით გაგვირთულებს.

თუ მოვიგებთ, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლის განაღდებასთან ძალიან ახლოს ვიქნებით. ეს კარგად ვიცით და ამიტომ, გუნდი ყველაფერს გაიღებთ, ასეთი ტიპის მატჩებში მენტალურად ყოველთვის მზად ვართ და კარგ დონეს ვაჩვენებთ.

იოვიჩი კარგად ვარჯიშობს და აქ ყოფნით ბედნიერია. ვისურვებდი, რომ მისი გამოყენება უფრო ხშირად მიწევდეს, როგორც თავდამსხმელი ის ძალიან მომწონს. მან ეს თავადაც იცის, მაგრამ ასევე იცის ისიც, რომ მსოფლიოს საუკეთსო ფორვარდთან უწევს კონკურენციის გაწევა. მნიშვნელოვანია, რომ რწმენა შეინარჩუნოს და მისი დროც მოვა.

მარიანომ სათამაშო დრო კარგად გამოიყენა და პროფესიონალური მიდგომა გამოიჩინა. ეს უნდა გააკეთოს აზარმაც და სხვებმაც, რომლებსაც სათამაშო დრო მცირედით ეძლევათ.

როდრიგომ „ელჩეს“ წინააღმდეგ დისკომფორტი იგრძნო და ხვალ ვერ ითამაშებს, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდება.

ბეილი? მას გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, თუმცა დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. უელსის ნაკრები თავად შეაფასებს, შეძლებს ის თამაშს თუ არა. თუ ითამაშებს, ჩვენთვისაც კარგია, რადგან პრაქტიკის მქონე და კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება.“ 

მატჩი „რეალი“ – „შახტარი“ ხვალ, 3 ნოემბერს, 21:45 საათზე გაიმართება.