სინათლე გვირაბის ბოლოს - ერიქსენი შესაძლოა ახალ გუნდში გადავიდეს და მოედანზე იანვრიდანვე დაბრუნდეს
„ინტერის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, რომელმაც ევრო 2020-ზე გულის შეტევა გადაიტანა, შესაძლოა საფეხბურთო მოედანზე უახლოეს პერიოდში დაბრუნდეს.
როგორც იცით, იტალიაში მას აკრძალული აქვს ვარჯიშიც კი, იმიტომ რომ გულზე სპეციალური აპარატი უყენია, რომლითაც თამაში ან თუნდაც გუნდის ჯგუფში ვარჯიში კანონით არის აკრძალული. ამიტომ, ის იძულებულია „ინტერი“ უახლოეს პერიოდში დატოვოს, თუ კარიერის გაგრძელება უნდა.
როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი ნიკოლო სკირა წერს, ფეხბურთელის დაბრუნებით ამსტერდამის „აიაქსია“ დაინტერსესებული.
ერიქსენი „აიაქსის“ ძირითად გუნდში 2010-2013 წლებში ასპარეზობდა, საიდანაც შემდეგ „ტოტენჰემში“ გადავიდა.
როგორც ირკვევა, ნიდერლანდებში იტალიის მსგავსი აკრძალვა არ არსებობს და ამიტომ, ფეხბურთელს ამ გუნდში გადასვლა და მატჩებში მონაწილეობის მიღება უკვე იანვარში შეეძლება.
12 ივნისს ფინეთისა და დანიის მატჩში, ერიქსენი მინდორზე უგონოდ დაეცა და წამოდგომა ვერ მოახერხა. სპორტსმენს ექიმებმა მოედანზევე აღმოუჩინეს დახმარება, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში მას იმპლატირებული კარდიოვერვეტ-დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რის შემდეგაც ფეხბურთელი მოედანზე არ გასულა.