ავტორიზაცია

VIDEO: მძიმე გამარჯვება შვედეთში - ჩელსიმ სტუმრად მალმიო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

თარიღი 02 ნოე 2021, 23:41

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ჩელსიმ“ სტუმრად „მალმიო“ დაამარცხა.

შეხვედრა „ელედა სტადიონზე“ გაიმართა და ლონდონელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ჰადსონ ოდოის პასით ჰაკიმ ზიეჩმა გაიტანა და „ჩელსისთვის“ ეს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

„ჩელსიმ“ 9 ქულა დააგროვა და ქულებით „იუვენტუსს“ გაუტოლდა, რომელსაც ამ ტურის მატჩი „ზენიტთან“ მოგვიანებით აქვს ჩასატარებელი და ისევ 3 ქულით წინ გაჭრა შეუძლია.

უახლოესი მდევარი „ჩელსისთვის“ „ზენიტია“, რომელსაც 3 ქულა აქვს აქტივში.