ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონამ ურთულეს მატჩში დინამო კიევს მოუგო და ჯგუფში სიტუაცია გაიუმჯობესა

თარიღი 03 ნოე 2021, 01:53

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „დინამო კიევი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ანსუ ფატიმ გაიტანა და „ბარსელონას“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა გაუნაღდა.

„ბარსელონამ“ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და სასტარტო ორ მატჩში ორი მარცხის შემდეგ, „ბენფიკას“ გადაასწრო და მეორე ადგილზე იმყოფება. პორტუგალიურ გუნდს 4 ქულა აქვს.

ჯგუფს კი უპირობოდ მიუნხენის „ბაიერნი“ 12 ქულით ლიდერობს.