ავტორიზაცია

VIDEO: სოლსკიაერს რონალდუ ასულდგმულებს! კრიშტიანუმ მანჩესტერს დუბლით უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა

თარიღი 03 ნოე 2021, 02:01

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატალანტასთან“ მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა.

შეხვედრა ბერგამოში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

„ატალანტა“ მატჩს ორჯერ იგებდა, თუმცა ორივეჯერ ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა და „მანჩესტერი“ მარცხისგან იხსნა.

მე-12 წუთზე ანგარიში ილიჩიჩმა გასხნა, რონალდუმ 45+1 ზე გაათანაბრა, შემდეგ საპატამ ბერგამოელები 56-ზე ისევ დააწინაურა, კრიშტიანუმ კი ამჯერად 90+1 ზე შეაგდო და „იუნაიტედს“ უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.

4 ტურის შემდეგ „მანჩესტერი“ ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით „ვილიარეალია“, „ატალანტა“ კი 5 ქულით მესამეა.