ავტორიზაცია

"გიორგი ჩაკვეტაძე თუ ხვიჩა კვარაცხელია?" - ვლადიმირ ვაისმა ჩამჭრელ კითხვას უპასუხა

"გიორგი ჩაკვეტაძე თუ ხვიჩა კვარაცხელია?" - ვლადიმირ ვაისმა ჩამჭრელ კითხვას უპასუხა
თარიღი 03 ნოე 2021, 05:15

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის განცხადებით, გიორგი ჩაკვეტაძეც და ხვიჩა კვარაცხელიაც დიდებული ფეხბურთელები არიან, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე მას ნაკრებში განსაკუთრებულად აკლდა.

ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან სლოვაკის მწვრთნელობით "ჯვაროსნების" მაისურით 5-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ვლადიმირ ვაისთან სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე