"100 ევროს ჩამოვდივარ იმაზე, რომ ჰოლანდი დარჩება", - დორტმუნდის სპორტული დირექტორი
"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან კელმა თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის მომავალზე განცხადება გააკეთა.
"ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა იგრძნოს, რომ "დორტმუნდი" მისთვის იდეალურ ადგილად რჩება და აქ გააგრძელოს პროგრესირება".
"ალბათ, დარჩენაში დარწმუნებას შევძლებთ. მისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ".
"გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ 100 ევროს ჩამოვდივარ, რომ ჰოლანდი დარჩება", - ციტირებს კელის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, 21 წლის ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.