ავტორიზაცია

სტოიჩკოვი: "ლაპორტა ხავის ოთხი თვის წინ გამოუცდელს უწოდებდა, ახლა კი საუკეთესო ვარიანტად იქცა"

სტოიჩკოვი: "ლაპორტა ხავის ოთხი თვის წინ გამოუცდელს უწოდებდა, ახლა კი საუკეთესო ვარიანტად იქცა"
თარიღი 03 Nov 2021, 10:34

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხრისტო სტოიჩკოვი კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.

"ჟოან ლაპორტა ოთხი თვის წინ ამბობდა, რომ ხავი ჯერ კიდევ გამოუცდელია, მზად არ არის და გამოცდილება უნდა შეიძინოს. დღეს კი, როგორც ამბობს, ხავი კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტია".

"შავი გზით "ბარსას" კიდევ ერთი ლეგენდის გაგდება უნდათ? ვფიქრობ, ხავიმ არ უნდა იტანჯოს, მეტი მომზადებული ადამიანი სჭირდება", - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, 41 წლის ესპანელი სპეციალისტი ამჟამად ყატარულ "ალ სადს" უდგას სათავეში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, "ბარსას" მთავარი მწვრთნელის რანგში ხავის პრეზენტაცია მომდევნო კვირამდე გადაიდოს.